თბილისის დაარსების შესახებ მრავალი ლეგანდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთი ვარიანტით,ვახტანგ გორგასლის) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია.
"თბილისი" - "თბილი" (ძვ. ქართულად "ტფილი") მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზეგოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია
No comments:
Post a Comment